Thursday, May 3, 2012

ლონდონი



                                                              
პროექტის სახელწოდება:  ლონდონი
პროექტის მთავარი იდეა:  ექსკურსიაზე ლონდონში,  მდინარე ტემზადან დანახული ლონდონი.
პროექტის აქტუალობა:  მოსწავლე იჩენს ინტერესს კულტურული განსხვავებების მიმართ.
პროექტის მიზნები: მოსწავლეებმა მოიძიონ უფრო მეტი ინფორმაცია იმ ქვეყნის დედაქალაქის შესახებ,
                                     რომლის ენასაც სწავლობენ.  მოსწავლეებს განუვითარდეთ პროექტზე მუშაობის       
                                    უნარჩვევები.
მონაწილეთა ასაკი: 10–11 წლის
ვადები/ხანგრძლივობა: 5-6  დღე ინფორმაციის მოძიება და დამუშავება, და 5 დღე წარდგენა.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:  მოსწავლეები აკეთებენ გამოფენას, ისინი ხატავენ იმ ღირსშესანიშნაობებს, რომლებმაც მათზდიდი შთაბეჭდილება მოახდინეს.
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: სახელმძღვანელო, კომპიუტერი, პროექტორი.
პროექტის მსვლელობა,ძირითადი აქტივობები: მასწავლებელი მოსწავლეებს დაჰყობს 3-ჯგუფად.
ერთი ჯგუფი მუშაობს თემაზე „ლონდონი მდინარე ტემზადან (A trip on the boat)“.
მეორე ჯგუფი მუშაობს თემაზე „ლონდონი დიდ ხანძრამდე და მის შემდეგ“,
მესამე ჯგუფი მუშაობს თემაზე „ლონდონი მსოფლიოს თანამედროვე დედაქალაქი“.
ვინაიდან მოსწავლეების უმრავლესობას სახლში კომპიუტერი არ აქვს,ისინი პროექტის ხელმძღვანელისა და ისტ–ის მასწავლებლის დახმარებით იძიებენ საჭირო ინფორმაციას და ამუშავებენ ტექსტებს.
დღე 1
პროექტის მსვლელობის პირველ დღეს მოსწავლეები წარადგენენ თემას „ლონდონი მდინარე ტემზადან“ (
A  trip on the boat), ისინი აკეთებენ მოძიებული და დამუშავებული თემის პრეზენტაციას. აჩვენებენ იმ ღირსშესანიშნაობების სლაიდებს, რომლებიც კარგად ჩანს მდინარე ტემზაზე მოგზაურობის დროს.
დღე 2
მეორე დღეს წარადგენენ თემას „ლონდონი დიდ ხანძრამდე და მის შემდეგ“,ლონდონი გუშინ და ლონდონი დღეს მოსწავლეები აჩვენებენ  სლაიდებს ძველი და ახალი ლონდონის სურათებით,

დღე 3
მესამე დღეს მოსწავლეების მესამე ჯგუფი აკეთებს პრეზენტაციას თემაზე „ლონდონი მსოფლიოს თანამედროვე დედაქალაქი“.მოსწავლეები წარადგენენ სლაიდებს და დამუშავებულ თემას.
დღე 4
მოსწავლეები ამ საფეხურზე გეოგრაფიას არ სწავლობენ, მაგრამ  ძალიან საინტერესოა ამ  თემის გეოგრაფიული კუთხით გაშლა და განხილვა.მეოთხე დღეს ვიწვევთ ზემოთაღნიშნული საგნის პედაგოგს და ვმსჯელობთ ქალაქის გეოგრაფიულ მდებარეობასა და მნიშვნელობაზე. (ისტ-ის გამოყენებით)
დღე 5
მეხუთე დღეს პროექტს შევაჯამებთ, ვიმსჯელებთ ჯგუფების მუშაობაზე, შევაფასებთ ჩვენს მიერ ჩატარებულ მუშაობას.
საგნებთან/ესგ-თან  კავშირი:  პროექტის მიმდინარეობისას მოსწავლეები ურთიერთობენ ისტორიისა და გეოგრაფიის მასწავლებლებთან, რათა მათ მიერ მოძიებული ინფორმაცია იყოს ზუსტი და უტყუარი. ამასთანავე ამ კუთხით მუშაობისას მოსწავლე იჩენს ინტერესს კულტურული განსხვავებების მიმართ.
პროექტის ხელმძღვანელი: თამარ შჩერბაკოვა
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: tamarshcherbakova@gmail.com
პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:  tamarshcherbakovablogspot.com


No comments:

Post a Comment